აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ტექსტილის მოწესრიგებას გეგმავს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მმართველობის ვადა ამოიწურება და ხალიჩების გაწმენდაზე რამდენიმე ათეული ათასი დოლარის დახარჯვას აპირებს.
რეზიდენციაში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ამის შესახებ TMZ-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დასუფთავების სამუშაოები ახალ ლიდერს 44 ათასი დოლარი დაუჯდება. დოკუმენტურად ეს ცალკე პუნქტად გამოიყო და ასე დასათაურდა – „ხალიჩების საინაუგურაციო წმენდა“.
ამ დროისთვის არ კონკრეტდება ხალიჩები თეთრი სახლი მხოლოდ რამდენიმე ოთახში გასუფთავდება, თუ 132-ვეში.
ბაიდენმა გენერალური დასუფთავება დეკემბრი შუა რიცხვებში მოითხოვა. მაშინ თეთრი სახლის ისტორიკოსმა ქეით ანდერსენ ბრაუერმა განმარტა, რომ შენობაში ოთახების დეზინფექცია იგეგმება. ასევე, გაიტანენ ძველ ტექსტილს, ახალ ლიდერს და მის მეუღლეს კი ახალი ავეჯის არჩევა საიდუმლო საწყობში შეეძლებათ.
ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ოფიციალურად 2021 წლის 20 იანვრიდან შეუდგება. რთული ეპიდვითარების გამო, ცერემონიაზე შეზღუდულია სტუმრების და ბილეთების რაოდენობა.











