fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია – მაჭავარიანი

18:50 დეკემბერი 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

კაპიტალური ხარჯები აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მაღალი ხარჯების შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოივანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიმართვა.

„ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და ისეთი პროექტები, როგორებიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, ნიშნავს ეკონომიკური ზრდის მძლავრ სივრცესა და პლატფორმას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებთან ერთად, გასულ წლებში ჩვენ დავაფინანსეთ შიდა გზების მშენებლობის პროექტები, მნიშვნელოვანი თანხები მიიმართა წლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისად, ამ კუთხით ხარჯებს ვერ შევზღუდავთ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მიმდინარე ხარჯებში თანხების შემცირების რესურსებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მიმდინარე ხარჯების მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხით შესაძლებელია ეფექტურობის გაზრდა.

„მაგალითად, ოპონენტები გვეუბნებიან – „თქვენ თბილად ხართ ჩინოვნიკები, კარგი ხელფასები გაქვთ.“ არადა საჯარო სექტორში დაბალი ხელფასებია და ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის სტანდარტებს და ეფექტური ბიუროკრატიის გამოწვევებს. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ, საინტერესო, მაღალკვალიფიციურ კადრებს საჯარო სექტორში, თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება. არ ვამბობ, რომ არ შეიძლება თანხების დაზოგვა, მაგრამ ეს დანაზოგი ისევ საჯარო სექტორის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გამომდინარე აქედან, ეს ვერ გახდება ჩვენი ფისკალური კონსოლიდაციის წყარო თუმცა, გიდასტურებთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელია. შესაბამისად, დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად აუცილებელია თამამი ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე და ესაა ფისკალური რისკების სწორად მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საგადასახადო შემოსავლების ზრდა, სადაც ახალი ტექნოლოგიებსა და და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

თეგები: 2021 წლის ბიუჯეტიივანე მაჭავარიანი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

ივნისი 10, 2021
772
პოლიტიკა

ელისაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

ივნისი 10, 2021
784
მთავარი ამბავი

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს

აპრილი 5, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია