კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. ის საქმიანობას დღეიდან შეუდგა.
კომპანიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.
ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.











