არსებული ინფორმაციით, ხორვატიაში მომხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.
ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
სამძებრო ოპერაციები ამჟამადაც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრებთან ახლოს დაფიქსირდა.











