იემენში, ადენის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შეახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქებისა და სროლის ხმები აეროპორტში მას შემდეგ გაისმა, რაც იქ საუდის არაბეთიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მაინ აბდულმალიკი.











