დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად შობას ფოთის საკათედრო ტაძარში შეხვდა.
როგორც კალაძე აღნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაული სიკეთის დღეა.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვასხვავებთ ადამიანებს, არ მაინტერესებს პოლიტიკური შეხედულებები, სრულიად საქართველოს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ მცხოვრებს, ყველას, ყველას გილოცავთ. დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღეს. უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.











