„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის (კობახიძე) გუნდში გამორჩეული ადამიანია.
„ირაკლი კობახიძე არის, გამორჩეული, ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი. კაცი, რომელიც თავისი კომპენტენციით იურისპრუდენციაში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არა ერთი წელია კობახიძე ჩართულია ჩვენი პარტიის საქმიანობაში. ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.











