ინდოეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღესვე სულ 300 000-მდე მოქალაქეს აცრიან. ქვეყნის მასშტაბით 3 ათასამდე ცენტრია გახსნილი.
როგორც წესი, ინდოეთში თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი აიცრება, დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი.
ვაქცინაცია ორი ვაქცინის გამოყენებით, AstraZeneca-სა და ინდური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინით – Covaxin-ით- მიმდინარეობს.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.











