პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობას ულოცავს. როგორც თალაკვაძე ამბობს, მას გუნდისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
„მინდა მივულოცო ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, მას აქვს ძლიერი მხარდაჭერა გუნდისგან და დარწმუნებული ვარ ამ მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს. მას გამორჩეული თვისებები აქვს, უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად შეძლებს უპასუხოს გამოწვევებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
გადაწყვეტილება დღეს გამართულ ყრილობაზე პოლიტსაბჭომ მიიღო.











