“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამო საქართველოს საჩივარზე რუსეთის მიერ ჩადენილ უმძიმეს დარღვევებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ამ საქმეზე მუშაობა 2008 წელსვე დაიწყო. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს სასამართლომ, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გაერთიანების და არა დაყოფის დღე. თუ ჩვენთვის ძლიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამას მხოლოდ მოქმედი ხელისუფლება არ მიიწერს და თუ არ იქნება სათანადოდ ძლიერი გადაწყვეტილება ჩვენთვის, მხოლოდ წინა ხელისუფლებას არ დაბრალდება.
ამ საქმეზე ბევრი საჯარო მოხელე მუშაობდა წლები, ომის დროს ჩადენილ დანაშაულების დოკუმენტირებასა და ადვოკატირებაზე არასამთავრობო სექტორი, მედია. ეს ყველას ბრძოლაა. ეს ბრძოლა დღეს არ დასრულდება, მაგრამ იმედი მაქვს, დღევანდელი დღე მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.











