რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ნავალნი განცხადებას თავადაც აკეთებს.
„კვლავ გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფცია“, – ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში 31 იანვარს არის დაგეგმილი. 23 იანვარს ჩატარებული დემონსტრაციები მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის მოწამვლის შემდეგ მოსკოვში პირველად ბრუნდებოდა.











