fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალურის წინააღმდეგ – მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან

13:32 ივნისი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები, თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილის გამოყოფას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრების გადაყვანაზე უარის თქმას აპირებენ.

მძღოლების ინფორმაციით, პრობლემა მუნიციპალური ტრანსპორტის გამოჩენის შემდეგ დადგა, როცა ავტობუსებისათვის გაჩერების ადგილების მონიშვნა დაიწყო.

სოფელ შალაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლის, გიორგი მაღალაშვილის ინფორმაციით, ტრანსპორტის პარკინგი, ფაქტობრივად, შუა ქუჩაში უწევს.

„ავტობუსებს მოუნიშნეს 29 მეტრიანი გაჩერება, რამაც ჩვენი გამოძევება გამოიწვია. დანარჩენი ადგილი უკავიათ ტაქსებს. გვეუბნებიან, ეგენი გაყარეთ და დადექითო. როგორ გავყარო, რა გზით. ფაქტიურად, შუა ქუჩაში ვდგავართ, უკვე ორჯერ დამაჯარიმეს. იძულებულები ვიქნებით, მგზავრების გადაყვანა შევწყვიტოთ და უკმაყოფილებას და პროტესტს ნახავენ, რა არის“,- აცხადებს მაღალაშვილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძლო გაჩერებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლების მიმართულებით, ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

„ერთი დღე იყო მარშუტკები გაჩერებული და ტაქსები ათ ლარს გვთხოვდნენ. ტაქსი ისედაც გაძვირებულია, 4 ლარი ღირს შალაურის მიმართულებით, 7 კისისხევისკენ.აბა ვის აქვს ამის შესაძლებლობა? მარშუტკით 70 თეთრად დავდივართ და ეგეც გვეძვირება. ამხელა ქალაქში, ადგილი როგორ ვერ გამოინახა?“, განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, იზა ჭიკაძემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი პრობლემის არსებობას ადასტურებს.

„იყვნენ ჩვენთან მოსულები და დააყენეს პარკინგის საკითხი. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და თელავის აგრარულ ბაზართან, გამოიყოფა ოთხი ადგილი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება. ამ ეტაპზე, ავტობუსს სოფლებში, ვერ დავნიშნავთ. ჩვენ ვეცდებით, მძღოლებთან კომპრომისი გამოვნახოთ“,- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი მუნიციპალური ავტობუსი და სოფლებიდან მომავალი ოთხი მიკროავტობუსი მონაცვლეობით ჩერდება. დანარჩენი საპარკინგე ადგილი, წრიული მარშრუტითა და ქალაქის სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით მოძრავ, ოცამდე კერძო ტაქსს უკავია.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: თელავიპროტესტისაზოგადოებრივი ტრანსპორტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნოემბერი 22, 2021
773
მთავარი ამბავი

ვერდიქტი გამოტანილია – ნაფიცმა მსაჯულებმა თელავში კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებული პოლიციელი გაამტყუნეს

სექტემბერი 23, 2021
837
რეგიონები

თელავში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

სექტემბერი 16, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია