ეპიდემიური ტენდენციები ცალსახად დადებითია. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც დღეს გვაქვს ფართო მასშტაბური ტესტირების ფონზე მიუთითებს იმას, რომ იმ შეზღუდვებმა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა შედეგი გამოიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რეგულაციის დაწესების საჭიროება დადგება. მაგალითად აჭარაში იმდენად კარგი და სტაბილური კლებაა, სხვაგანაც სტაბილურად მოდის ქვემოთ დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა ეს ეტაპობრიობა შემსუბუქებებს შორის მნიშვნელოვანია და ეს ეტაპობრიობა მინიმუმ ერთი კვირა მაინც არის. პირველი თებერვლიდან დაწყებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგებს უნდა დაველოდოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ შევინარჩუნებთ დადებითობის მაჩვენებელს კლების ამგვარ ტენდენციას, იქნება 4% და დაბალი, რა თქმა უნდა შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უკვე არის დრო დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











