ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით, კორონავირუსის ახალი ვერსიისგანაც იცავს.
მისი თქმით, „დელტა“ შტამი, ძირითადად, ა უცრელ პირებში ვრცელდება აუცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰოსპიტალში ხვდება, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელია
„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრასა და გარდაცვალების შემთხვევებს – ამ შემთხვევაშიც, უდიდესი ნაწილი აუცრელია. ამდენად, თავი რომ დავანებოთ მსოფლიო გამოცდლებას, ჩვენივე გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ აცრა, რეალურად, მნიშვნელოვნად იცავს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობისგან და გარდაცვალების რისკებისგან. შეიძლება, დაავადება აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ ლეტალობის შემთხვევებისგან დავიცვათ თავი, ეს არის გამოსავალი. იგივეა დაშვება „ომიკრონის“ შემთხვევაშიც – მეცნიერება ამბობს, რომ „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ, ის ვაქცინები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიცასიიგან და ლეტალობისგან ამ შემთხევევაშიც დაგვიცავს. დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ვირუსს სწრაფად შეუძლია სახეცვლილება, ვერაგულად და აგრესიულად გვიტევს. ამდენად, თუ ტემპი ჩვენც არ ავაჩქარეთ, არ გავყევით ამ პროცესს უფრო სწრაფად, თუ თავის დაცვის ყველა საშუალება არ გამოვიყენეთ, ამ ვირუსის დამაზარალებელ ზეგავლენასთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრის დროს.











