“ძალიან ნათლად ჩანს, რომ ექსტრემისტი ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, რადგან ის შედეგი, რომელიც არჩევნებში მიიღეს, გარკვეულწილად, მათი სასოწარკვეთილების წინაპირობა იყო”, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ის, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვიდა და მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა, მათთვის დიდი დარტყმა იყო. ყველა ის დეტალი, რომელზეც ისინი საუბრობენ, არის მხოლოდ შეცდომაში შესაყვანად. თუ მათ პრობლემებზე საუბარი სურდათ, საუკეთესო ტრიბუნა პარლამენტი იყო. ბევრ კეკლუცობას ტელეეკრანებთან, ვეპატიჟებით პარლამენტში“, – აცხადებს წილოსანი.











