სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშს აანონსებს და მოქალაქეებს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შაბათს, „სირცხვილია“ ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, „დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობს.
„საღამოს, ე.წ. „კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.











