ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. მედიის წარმომადგენლები და მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტის კედლებზე სტიკერების გაკვრას ცდილობენ.
სტიკერების გაკვრის საშუალებას მათ ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს, თუმცა აქციის მონაწილეებმა სტიკერების ნაწილი მაინც გააკრეს.
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებიანი სტიკერების გარდა, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები.