ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ოთხი პედაგოგია კოვიდინფიცირებული. გორის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ.
„ამ დროისთვის, ოთხი პედაგოგი გვყავს კოვიდდადებითი, მათ შორის, ერთი – მეთორმეტე, ერთი – ფლავის და ორიც მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში. ოთხივე მათგანის შემთხვევაში, ვირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და სტაციონარიზაცია საჭირო არ გახდა, თავს კარგად გრძნობენ. თვითიზოლაციის ვადის ამოწურვამდე, აღნიშნული პედაგოგები გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.











