გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. -ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს .
მათი თქმით, ქალაქების ჩამონათვალში, სადაც მოძრაობა შეიზღუდა, გორი არ შედის.
“როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს”, -აღნიშავენ სააგენტოში.











