რუსთაველის გამზირზე, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ.
პარლამენტთან შეკრებილები ვადაზე ადრე რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გაუმჯობესებული ეპიდვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრების ხელმძღვანელები იმყოფებიან.











