ზოგადად, თავს ვიკავებ, რომ ვთქვა – არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას დადასტურება სჭირდება.
„მჯეროდა რომ არჩევნები გაყალბდა. მათ შორის, მჯეროდა ის, რომ ამას დავამტკიცებდი. შინაგანი რწმენა შეიძლება, ახლაც მქონდეს, მაგრამ მაშინ მჯეროდა, რომ დავამტკიცებდი კიდეც. იმიტომ, რომ მე მქონდა ჩემი პარტნიორების ოპოზიციიდან იმედი, რომლებსაც დამკვირვებლებიც ჰყავდათ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. როდესაც ამ ადამიანებისგან დავკარგე იმედი, რომ არჩევნების გაყალბების დადასტურებას ესენი შეძლებდნენ. მიუხედავად ხარვეზებისა, ზოგადად, თავს ვიკავებ, რომ ვთქვა, არჩევნები გაყალბდა. რადგან ამას სჭირდება დამტკიცება,“ – განაცხადა ხვიჩიამ.










