“განცხადებები ბევრი პოლოტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, მელიამ მგონი ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მგონი ცხელ გულზე განაცხადა, რომ არ გადაიხდის. მე ვფქირობ, რომ პარლამენტის წევრი მითუმეტეს, უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პირნათელი კანონის აღსრულებასთან, მე ვფიქრობ, რომ გადაიხდის გირაოს. ეს არ არის სწორი საქციელი პოლიტიკოსის მხრიდან, თუმცა, განცხადებები ბევრი პოლოტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, ამიტომ წინ რატომ გავუსწრო მოვლენებს და ვთქვა ნეგატიური რამ, როცა ადამიანს შანსი აქვს და ჯერ კიდევ აძლევს კანონმდებლობა შანსს, რომ გადაიხადოს,”- განაცხადა ოდიშარიამ











