ჩვენ გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ ახლა დრო დადგა, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„გავიგოთ ეს რას ნიშნავს, ისინი არა მხოლოდ შემოთავაზებებით, არამედ რეზულტატითაც იქნებიან დაინტერესებულნი. თუ მობრძანდებით და პროცესში მიიღებთ მნიშვნელოვან მონაწილეობას, დაიჭერთ რეზულტატს.
ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს ჟივილ-ხივილსა და ყალბი განცხადებების გაკეთებას მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მეტიდაციაზე და გადმობრძანდით რეზულტატის მიღებაზე!“, – განაცხადა ოდიშარიამ.










