„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ნიკა მელიას საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს,რ ომ ნიკა მელია არის ისეთი ფიგურა, რომელსაც წარსულში არც ერთი შავი ლაქა არ აქვს.
„მე დღესაც მოვედი აქ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად, დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და ყველას მოვუწოდო – ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება ნეიტრალური იყო, ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან უნდა იყო ოპოზიციის მხარეს და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერზე, თუმცა თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც ნამდვილად არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის არ დავაჩაგვრინოთ.
მე მაინტერესებს როგორ აპირებენ, ამ ოფისში შემოვარდნას. ჩვენ ხომ ოფისს არ დავტოვებთ, ჩვენ ხომ ნიკა მელიას ასე მძევლად არ ავაყვანინებთ ამ ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთეს მელაშვილის და ილიჩოვას შემთხვევაში. არ არის ნიკა მელია დამნაშავე, თორემ დამნაშავე, რომ იყოს და დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, ჩვენ ასე ხმამაღლა არ ვილაპარაკებდით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნოსბითვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.











