მთავარი მაინც ისაა, რომ კობახიძეს სისხლისღვრა სწყურია და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადაწვავს ყველაფერს, – ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
„შეშლილი კობახიძე გახარიაზე: ,,ჩვენი გუნდის წევრი იყო … წევრი და არა ლიდერი. ,, ვერ მოვისმინეთ გახარიასგან ვერც ერთი კომენტარი მისი პოზიციის დასასაბუთებლად…”
წამებში გახდა გახარია ოცნებისთვის ვიღაც…. უარგუმენტო…
პ.ს ჯერ სადაა. უფრო მეტ მარგალიტებს მოვისმენთ… მთავარი მაინც ისაა, რომ კობახიძეს სისხლისღვრა სწყურია და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადაწვავს ყველაფერს. უბრალოდ ახლა ამის შესაძლებლობა აღარ ექნება,“ – წერს ეკა ბესელია.
დღეს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.










