გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში შეძლებენ. ინფორმაციას საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სიმონიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მალე ასეთი ქვეყნების რიცხვი თანდათან გაიზრდება.
“გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან 1 ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.
გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება დეტალები ცნობილი”, – წერს სიმონიშვილი.











