გერმანიამ, შესაძლოა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა შეზღუდვა აგვისტოს ბოლოს მოხსნას.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როდესაც ვაქცინას ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა გაიკეთებს. შეზღუდვების გასამართლებლად არანაირი პოლიტიკური და იურიდიული საფუძველი აღარ იქნება“,- აღნიშნა ჰაიკო მაასმა.
ამ დროისთვის გერმანიაში მოსახლეობის 56.5%-ს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. 39%-ი კი სრულად არის ვაქცინირებული.











