პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეისთვის რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ისინი 23:00 საათამდე მუშაობენ.











