პარლამენტის შენობის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ლაშა ელიაძე დააკავეს.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ბარიკადებზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ. შეხლა-შემოხლის შემდეგ სამართალმდაცველებმა ლაშა ელიაძე დააკავეს.
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიაზე აქცია პერფორმანს მართავს.











