fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გიგა ბოკერია: გვაქვს შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს წევრები და არ გვაქვს უფლება, ეს შანსი ხელიდან გავუშვათ

11:19 თებერვალი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

„დღეს არის გლოვის და ხსოვნის დღე იმ ადამიანების, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ეს ტრაგიკული დღეა. 100 წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი, ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა, ყოფილიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ადამიანის თავისუფლება გამხდარიყო ყველაზე დიდი ღირებულება. ეს იყო არჩევანი ევროპული სახელმწიფოს შექმნის და დღესაც კი მაგალითია მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა იმის, როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ, ოღონდ თანამედროვე კონტექსტში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ კოჯორში განუცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“რა თქმა უნდა, დღეს არის ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად დიდი მოვალეობაა ყველა მოქალაქის, რომ დაიცვას ის, რასაც 100 წლის წინ თავი შესწირეს. მაშინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულების განმავლობაში სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიები, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ჯოჯოხეთში აცხოვრა თაობები, ახლა კი გვაქვს ისტორიული შანსი, საბოლოოდ ვიყოთ თავისუფალი სამყაროს მყარი წევრები, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პერსონალური თავისუფლება იყოს დაცული და ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს შანსი ხელიდან გავუშვათ.

დღესაც საფრთხე მოდის იგივე მიმართულებით – სამწუხაროდ, ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც საბჭოთა სტალინური რუსეთის მემკვიდრეობა არა თუ არ გამქრალა, არამედ ამის აღორძინებას ცდილობენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, რომლებიც ამ თავისუფლებას უქმნიან საფრთხეს, ამიტომ ჩვენი ყველას ვალია ეს თავისუფლება დავიცვათ და ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

100 წლის წინ თავისუფალი სამყარო იყო იმ ფორმაში, რომ ვერ მოვახერხეთ მათი მხარდაჭერით თავისუფლება შეგვენარჩუნებინა, თუმცა დღეს ისტორიული გარემოებები არის ბევრად უფრო ხელსაყრელი, შეუდარებლად ხელსაყრელი ჩვენთვის და ესეც კიდევ ერთხელ არის შეხსენება, როგორ არ უნდა გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, როცა თავისუფალი სამყარო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს იყო 100 წლის წინ“, – განაცხადა ბოკერიამ.

თეგები: გიგა ბოკერიაოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
770
პოლიტიკა

ვადამდელი არჩევნებიც რომც დაინიშნოს, თუ ვერ ახერხებ მეტი ადამიანის ჩართვას, შეიძლება, იგივე შედეგი დადგეს – გიგა ბოკერია

ნოემბერი 22, 2021
776
პოლიტიკა

საგარეჯოში პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს

სექტემბერი 6, 2021
790

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია