გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეჯოში, ლამბალო-თულარი-კაზლარის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ აჟდარ ალიევმა საკუთარი საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რეგისტრაციის მოხსნის თაობაზე, მან უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას.










