ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება მარტს აღარ გადასცდება. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდიანციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უფრო ადრე შემოვა, ვიდრე „ფაიზერი“. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე დეტალები დაზუსტდება მას შემდეგ, რაც „კოვაქს“ პლატფორმასთან სატელეფონო საუბარი შედგება.











