აბაშაში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა 5 პირი.
ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმნიუსი“ შსს-ში არკვევს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ყველა დაშავებული კონტაქტურია და ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.
ავტორი: თეა შონია











