აბასთუმანში მაშველები 7 ახალგაზრდას ეძებენ.
ახალგაზრდები 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, ამის მერე მათი კვალი გაქრა. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 მაისს, 17:00 საათზე ტყეში ნახა.
სამძებრო პროცესში 40 მეხანძრე მაშველი, პოლიცია და ასევე რეინჯერები არიან ჩართულნი, სამძებრო სამუშაოები დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკარგული სტუდენტია.










