აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.
აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.











