გადაუჭარბებლად რომ ითქვას, ეს იყო ზეიმი, – ამის შესახებ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, ვაქცინაქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გადაუჭარბებლად რომ ითქვას, ეს იყო ზეიმი. ხალხი სიხარულით შეხვდა ვაქცინაქციის დაწყებას. ვხედავდით გაღიმებულ სახეებს, ბედნიერ ადამიანებს. იყო გარკვეული აჟიოტაჟიც, ეიფორია. ადამიანებს გაუჩნდათ იმედი,“ – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ და ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.










