fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს

16:51 ოქტომბერი 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურისგან მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართოს.

„ამ დროისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია მთელი რიგი ღია საკითხები, რომლებიც კვლავაც არ არის შესწავლილი და შესაძლოა, მიუთითებდეს თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე. დღემდე გამოძიების მხრიდან პასუხი არ გაცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი. სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს. გამოძიებას ამ დრომდე დამატებით არ დაუკითხავს მოწმის სახით ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც საჯარო განცხადებებით უთითებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებეზე. მათ შორის ვილა „ალგეთთან“ დაკავშირებით და სოფელ გოლთეთში 20-22 ივლისის ღამეს შუქის ჩაქრობის თაობაზე. გამოძიებამ არ შეისწავლა და არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველების მიერ ნაპოვნ ალტერნატიულ გზაზე, რომელიც სოფელ გოლთეთსა და ვილა „ალგეთს“ ერთმანეთთან აკავშირებს. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ ქალის ვინაობა, ვისზეც შედგენილია ფოტორობოტი. გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სანდოდ გამოძიება მწყემსი მამა-შვილის ჩვენებებს, ვინც მაწევანთან თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინა. შემთხვევის დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია, არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას. მოქმედ საკალმახე „ადმირალში“ დამონტაჟებული ვიდეოკამერების კაბელი გადაჭრილია, ხოლო ჩანაწერები საერთოდ არ აღმოჩნდა. ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვისაც ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე არსებული დნმ. ვერ დადგინდა ვის ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩაზე და ტელეფონზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები. ორ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები დადგინდა, რომ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. მოსამართლის განჩინების მიუხედავად, დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 4 სხვადასხვა სახის მედიკამენტიდან, რომელიც თამარ ბაჩალიაშვიმა გაუჩინარების წინა დღეს – 17 ივლისს შეიძინა, 2 მათგანი არ აღმოჩნდა არც მის სისხლში და არც მის ნივთებში. რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ ის 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მიდის მისი ნათესავის – რიტა ზურაბაშვილის ბინაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია