გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლი აცხადებს, რომ 2021 წელი შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წლად იქცეს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება შიმშილით დაიღუპონ, 135 მილიონიდან 270 მილიონამდე გაიზარდა. დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.
2021 წელი შეიძლება გახდეს ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კრიზისის წელი გაეროს დაარსებიდან დღემდე“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.











