fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ADB-ის 70 მილიონიანი სესხი საქართველოში სამუშაო უნარების მოდერნიზებას მოხმარდება

20:32 დეკემბერი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
812
ნახვა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას დაეხმარება, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაყოფიერებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

სექტორული განვითარების პროგრამა – თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის ­- საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

„განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის საფუძველია,“ განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების დირექტორმა რიე ჰირაოკამ. „ADB-ის პროგრამა ხელს შეუწყობს უნარების განვითარებას და გააუმჯობესებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში, გაზრდის კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შანსებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რბილი უნარები, მათ შორის კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა.“

2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და მომზადების გასაძლიერებლად, თუმცა, ეს მიმართულება საჭიროებს პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას და ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას, რადგან დღევანდელი მდგომარეობით შეიმჩნევა სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სისტემის მიერ მომზადებულ კადრებს შორის შეუსაბამობა.

კოვიდ-19-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. ის დააფინანსებს ელექტრონული სწავლების დაწყებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა.

„განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის რეალიზება, ADB-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.“

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. აქ მაღალი ხარისხის მომზადება-გადამზადება მოხდება ეკონომიკის შვიდ პრიორიტეტულ დარგში: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

ADB-ის პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, როგორიცაა ახალი რეგულაციური ჩარჩო ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესები პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავება ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად. სხვა განსახორციელებელი რეფორმები გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23%-ით ზრდას, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების 30%-ით ზრდას, კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდას პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას შრომითი სტანდარტებისა და სამუშაო ადგილზე სწავლების განვითარებაში, კერძო-საჯარო პარტნიორობის დაწყებას და მთავრობის ვაუჩერების პროგრამის გაგრძელებას სტუდენტებისთვის, რომლებიც კერძო პროფესიული განათლების ინსტიტუციებში პრიორიტეტულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

თეგები: 2021 წლის ბიუჯეტიდასაქმება

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ივლისი 20, 2021
779
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში სამუშაოს ნაკლებობა არ არის

ივნისი 29, 2021
771
პოლიტიკა

ელისაშვილი პარტიების დაფინანსებაზე: ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა

ივნისი 10, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია