ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
მიზეზი სკოლაში მომუშავე მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც დაავადება თავისი მეუღლისგან გადაედო.
სკოლაში ამ დრომდე მასიური ტესტირებები მიმდინარეობს. პარალელურად, თვითიზოლაციაში არიან გადასულები მასწავლებლები და მოსწავლეებიც.
სკოლაში ამჟამად 148 მოსწავლე და 24 მასწავლებელი ირიცხება. გაკვეთილები დისტანციურად ტარდება ადიგენის კიდევ ორ სოფელში – ჭეჭლაში და დიდ ზანავში.
ავტორი: რუსკა გვარამაძე.











