ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმის წარმოებაში მიღების 72-საათიანი ვადა ხვალ ეწურება.
„ჩვენ ვიცით, რომ ნიკა მელიას საქმეზე ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხრიდან მიიღება. ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ნაკლებად მაქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, ვრჩებით იმ სიტუაციაში, რომ ნიკა მელია რჩება პოლიტიკურ პატიმრად, რაც სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის. სააპელაციო წარმოებაში თუ არ მიიღებს ნიკა მელიას საქმეს, ნებისმიერ დროს როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს შეუძლია, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, როცა ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოვლინდება“, – დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.











