აგარა-ხაშურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა. მგზავრების ამოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება.
2020 წლის 9 თვის განმავლობაში, შიდა ქართლის ტერიტორიაზე 894 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. მათგან 764 ფაქტზე მძღოლების მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციული სამართლდარღვევის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით.











