მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრეის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ პატრიარქის შეურაცხყოფას აღარავის აპატიებენ, ვინაიდან ეს პროცესი ყველანაირ ზღვარს გასცდა.
„მთელი ერი უკვე დიდი ხანია ვისმენთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლანძღვა-გინებას. როგორც მამა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მათ აღარ გავაბედინოთ ამდენი რაღაც. ამის უფლებას ერი აღარ მივცემთ, რომ მოხუც, 88 წლის პატრიარქზე ასე გველაპარაკებიან. უკვე ზღვარს გადავიდნენ“, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია, რომელიც დღეს ევროპის მოედანზე, გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ შეკრებას უერთდება.










