fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია – ევროპარლამენტარები

16:55 იანვარი 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
818
ნახვა

„ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, ვაღიარებთ და მადლობას ვუხდით კომისიის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოფისკენ. ეს არის თანამშრომლობის ის მაგალითი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ერთიანობისა და სამომავლოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საერთო საჭიროებების მოგვარების სიმბოლო”, – ევროპარლამენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ასევე, მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებას ვაქცინის გაზიარების მექანიზმის შესახებ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მიერ მიღებული ვაქცინები პარტნიორ ქვეყნებს გავუზიაროთ. ეს განცხადება, გარკვეულწილად, ეხება იმ შეშფოთებას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს. ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების უმრავლესობა მხოლოდ COVAX – მექანიზმს ეყრდნობა. ეს კი, არ იქნება საკმარისი მათი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის. მეტიც, COVAX-მექანიზმი მხოლოდ გაზაფხულზე გულისხმობს ვაქცინაციას, რაც მნიშვნელოვანი ინტერვალია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი ლოდინს ერიდება და განიხილავს ან უკვე იწყებს რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინების ეფექტურობისა და იმის შესახებ, შეესაბამებიან თუ არა ისინი რეალიზაციის ნებართვისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ეჭვგარეშეა, რომ ამ ვაქცინებით მომარაგებას, რუსეთი და ჩინეთი გამოიყენებენ თავიანთი გავლენის გასაზრდელად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს კი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, შეარყევს ევროკავშირის ბევრად უფრო ძლიერ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია ემთხვევა ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამოთქმულ პოზიციას, რომლითაც 2021 წლის 6 იანვარს მოგმართეს. მოგიწოდებთ, არ განასხვავოთ ჩვენი უშუალო მეზობლები აღმოსავლეთსა და სამხრეთში და COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებით უზრუნველყოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მოგიწოდებთ, მოამზადოთ დეტალური გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, როდის და რამდენ ვაქცინას უნდა ელოდონ ჩვენი პარტნიორები. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო ვაქცინების დონაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ, მსგავსად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მუშაკებისა და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციას. ჩვენს მეზობლებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ჯგუფების ვაქცინაცია. მეტიც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმუნიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარალელურად მოხდეს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ევროპარლამენტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ

ივნისი 8, 2021
773
პოლიტიკა

კუჭავა: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიოს

მაისი 18, 2021
853
მთავარი ამბავი

კუჭავა: ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკოსები შევძლებთ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო ფორმატში

მაისი 18, 2021
830

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია