fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აგვისტოში, რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ვლადიმერ პუტინის დავალებით – გიორგი გახარია 

12:06 აგვისტო 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
884
ნახვა

„აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, ასე დაიწყო ომი საქართველოში“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აგვისტოში ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

„რაც შეეხება ომის საკითხს, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს.

ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად, დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ. ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ როცა ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, ეს მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი.

ეს არის ამ ომის შედეგი. ახლა რაც შეეხება მომავალს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი შემოიჭრა საქართველოში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა:

„რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით, რა გინდათ?“.

 

თეგები: გიორგი გახარიაგმირებიოკუპაცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

ოქტომბერი 2, 2021
804
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

სექტემბერი 29, 2021
805
მთავარი ამბავი

უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი – გიორგი გახარია ბანერებზე

სექტემბერი 18, 2021
2.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია