ფრანგულმა ავიაკომპანია „Air France“-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.
ავიაკომპანია რეისებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.










