ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა და ხუთი მგზავრი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
წნორი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს მერსედესისა და ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც სოფელ საქობოდანაა.
დაშავებული მგზავრები კი, წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











