fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ახალგაზრდა თაობას ჩვენით აშინებენ ის ადამიანები, რომლებსაც მათი საერთოდ მოტაცება უნდათ, არადა, ჩვენ ახალგაზრდებს ვგულშემატკივრობთ თავიანთ თავისუფლებაში – ლევან ვასაძე

10:25 მაისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

უნიჭოა ის ტრადიციონალისტი, ეროვნული ადამიანი, ვინც თავის შვილებში სიახლეს უფრთხის, – ამის შესახებ მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„უნიჭოა ის, ვინც უფრთხის მათ სურვილს, რომ რაღაცნაირად, ლეკვობიდანვე მიიღონ მონაწილეობა ამ განახლებაში. ყველა ვიყავით ახალგაზრდა და ეს პროცესი გაგვივლია. ვიცი, რომ ახალგაზრდა თაობას ჩვენით აშინებენ ის ადამიანები, რომლებსაც მათი საერთოდ მოტაცება უნდათ. არადა, ჩვენ ახალგაზრდებს ვგულშემატკივრობთ თავიანთ თავისუფლებაში“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ქართული ცივილიზაცია, კულტურა არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, შემწყნარებლური და ინკლუზიური.

„თბილისელი აზერბაიჯანელები მოგიყვებიან, რომ დღემდე მადლიერნი არიან დავით აღმაშენებლის იმისთვის, რომ ის ყურბან-ბაირამის დროს, თავის მონა-სპას ღორის დაკვლას უკრძალავდა. მთელ ჩვენ კულტურაში ჩაქსოვილია უსაზღვრო შემწყნარებლობა, რომელიც ქართული კულტურის დნმ-ზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ვასაძემ.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, შორს არ არის ერთობა, რომელიც ქართველმა ერმა უნდა აღიდგინოს და დაიბრუნოს.

„ის არ ძევს თითოეული ჩვენგანის ეგოიზმის ქექვაში. ადამიანი არის სოციალური არსება და ყველაზე უფრო, ადამიანს ადამიანი სჭირდება, ნებისმიერ საკვებზე, ტანსაცმელზე, თუ სხვა ნივთზე მეტად. ეს გაყოფა-გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება არის შედეგი იმ ჩვენთვის არაორგანული იდეოლოგიისა, რომელიც თავს მოგვახვიეს, თუ ჩვენ თვითონ მოვიხვიეთ. ამ ჩვენი გაწვალებული მდგომარეობის წამალი, მალამო არის იმის აღდგენა, რაც ჩვენ ვართ, ანუ, ჩვენი რაობის“, – განაცხადა ვასაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გააკეთებს პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ ამ ერთობისთვის, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ძირითადი სამუშაო იდეოლოგიური მიმართულების ჩამოყალიბება-არტიკულაცია-განხორციელებაშია.

„ჩვენ ვამბობთ – ბოლო მოვუღოთ ფრაგმენტაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებას, ამ გაუთავებელ ეგოიზმისა და ამბიციების ჭიდილს. გზა გავუხსნათ იმას, რაც არის ქართული კულტურის მახასიათებელი, ანუ, ერთობის კულტურას. კულტურას, რომელშიც მე შენ მჭირდები. არა იმიტომ, რომ შენზე რაღაც სარგებელი ვნახო, არამედ იმიტომ, რომ შენ ხარ და იმიტომ, რომ მე უშენოდ არ შემიძლია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ფუჭ პაციფიზმში გადავვარდეთ და ვიძახოთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელია ერთობა ყველასთან და ყველაფერთან. „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“, ხომ?! ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთობა რომ შედგეს, ყველაზე ფართო გაგებით, ძალიან მკაფიოდ უნდა გვქონდეს გააზრებული, რის გარშემო, ანუ, რა იდენტობის, რა რაობის გარშემო ვიკრიბებით“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ეს რაობა არ არის მხოლოდ ეთნიკურად ქართული, ან მხოლოდ მართლმადიდებლურად ქრისტიანული.

„ჩემი ქართული, ჩემი სარწმუნოება რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს, ეს რაობა არ არის მხოლოდ ეთნიკურად ქართული, ან მხოლოდ მართლმადიდებლურად ქრისტიანული. ეს რაობა არის თაიგული იმ ტრადიციული საზოგადოებებისა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობენ. ვენაცვალე ყველას, ვინც საქართველოა – იმ ებრაელსაც, იმ სომეხსაც, იმ აზერბაიჯანელსაც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც, ვინც საუკუნეების მანძილზე ერთად შრომობდა, იბრძოდა და ამ ჩვენს კულტურას ამდიდრებდა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

თეგები: ლევან ვასაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ, ვისაც უსამართლოდ აწვალებთ – ვასაძე მთავრობას

ივლისი 17, 2021
810
პოლიტიკა

ლევან ვასაძე ამერიკელ კონსერვატორ ბრაიან ბრაუნთან ერთად ხვალ პრესკონფერენციას გამართავს

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

მეუფე იაკობი ვასაძეზე: მე არ მაქვს კავშირები მაგასთან, ვისთან იყო და ვისთან არა სულ არ მაინტერესებს

ივნისი 1, 2021
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია