„ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს არ მგონია ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, ვირუსის ახალი სახე ჯერ მხოლოდ ბრიტანეთის სამხრეთშია გავრცელებული.
„ჯერ ახალი შტამის აფეთქებას რატომ ველოდებით არ ვიცი. ჯერჯერობით ბრიტანეთის სამხრეთშია მარტო და ამ ახალმა შტამმა ჩაანაცვლა მოცირკულირე შტამები. სხვა ქვეყნებში ახალი შტამის აფეთქება ჯერ აღწერილი არ არის. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს არ მგონია ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს მით უემტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით განსხვავება ძველი მიმდინარეობებისგან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი სახე ერთ ადამიანს დაუფიქსირდა.











