გიგი უგულავას არავინ არაფერს ეკითხება და ენას კბილი დააჭიროს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გიგი უგულავას კომენტარს ეხმაურება, სადაც გიგი უგულავა ამბობს, რომ ელისაშვილს „ერთი ფეხი პარლამენტში“ აქვს.
„გამოდის ეს დღეები და გატლეკილა ეთერ-ეთერ, მძვინვარებს და გულზე მჯიღს ირტყამს. ახალი წლის დღეებია და თავს ნუ მალანძღინებს. თუ მაგრები არიან სადმე ეთერში დამიჯდნენ დებატებში, უგულავა, ბოკერია და მთელი მათი რაზმი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხს მოქალაქეები სახელმწიფოებრივად უყურებდნენ და ოთხივე საკითხზე, რომელზეც მოლაპარაკებებს აწარმროებდნენ „ქართულ ოცნებას“ უკან ახევინებდნენ. საკითხებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილებები და თუ ამაზე შეთანხმდებიან, პარლამენტში შევლენ და “არ მოერიდებათ“ არც გიგი უგულავასი, არც “უმანდატო ბოკერიასი“ და ევროპული საქართველოს “ხელმოცარული ლიდერების“.











